სომხურ-რუსული დაჯგუფება მნიშვნელოვანია რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: რუსეთის ელჩი
რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ორმხრივი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ჯარების ერთობლივი სომხურ-რუსული დაჯგუფების ფარგლებში. ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა განაცხადა 27 თებერვალს გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ჩატარდა თემაზე: “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის როლი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”.
მისივე თქმით, მისი არსებობის განმავლობაში კუხო- მ დიდი პოტენციალი დააგროვა ყველა სახის საფრთხეზე რეაგირებისთვის, წელს კი რუსეთის ამოცანაა მისი პოტენციალის გაძლიერება“. წელს რუსეთისთვის კიდევ ერთი ამოცანაა დიდი გამარჯვების იუბილის ღირსეულად აღნიშვნა, რაც მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც, რომლის ფაქტებიც ხშირადპოლიტიკური ბრძოლისა და მანიპულირების საგანი ხდება. ცნობილია, რომ გამარჯვების თემას სომხეთში დიდი ყურადღებით ეკიდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ მისის საზეიმო აღნიშვნა შეტანილი ქინება დღის წესრიგში“, – თქვა ელჩმა.