საზოგადოება

შეიარაღებული ძალების სადესანტო სპეცრაზმი შეივსო მოსამსახურე ქალებით

გუშინ  სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი დაესწრო სპეციალურად ქალებისათვის შექმნილი ხელჩართული ბრძოლის ილეთების დემონსტრირებას.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც „არცახპრესი“ აღნიშნავს  სომხეთის    შეიარაღებული ძალების სადესანტო სპეცრაზმის ქალმა თავდაცვის მინისტრს წარუდგინეს წვრთნების დროს შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევები,  დანით ბრძოლა,  თავდაცვა და სხვა სპეციალური ტაქტიკა.

ქალებმა აღნიშნეს, რომ  უყვართ არჩეული პროფესია, ისინი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან თანაბარი პირობებით გაუმკლავდნენ მამაკაცებს და საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებები შეასრულონ ბრძოლის ველზე. ქალებს  მიზნად აქვთ დასახული იწავლონ მეტი და უფრო მეტად დახელოვნდნენ თავიანთ  სპეციალობაში.  

ნახეთ მეტი
Back to top button