არმენ გრიგორიანი საქართველოსთან საზღვრის დაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ვერ ხედავს საქართველოსთან საზღვრის დახურვის აუცილებლობას. “არმენპრეს” – თან საუბარში მან უპასუხა კითხვას: შეიძლება თუ არა განხილული იყოს საქართველოსთან საზღვრის დახურვის საკითხი, როგორც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მცდელობების ნაწილი? მან უპასუხა: საჭიროების შემთხვევაში, განიხილება. ამ დროისთვის ამის საჭიროება არ არის.
კითხვაზე, ირანთან და საქართველოსთან საზღვრის დახურვა შექმნის თუ არა სერიოზულ პრობლემას ეროვნული უსაფრთხოებისთვის? უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა უპასუხა:
„ჩვენ ჯერ არ მივსულვართ ამ სიტუაციამდე. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, საჭიროების შემთხვევაში – დავხურავთ, თუ არ იქნა ამის აუცილებლობა – არ დავხურავთ“.
25 თებერვალს, ძალაში შევიდა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ დროებით შეზღუდულიყო კომუნიკაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.
შესაბამისად, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაცია შეიზღუდა ორი კვირის ვადით დაშვებულია მხოლოდ
1) სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში:
ა. სატვირთო მანქანების შესვლა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკაში. დაიშვება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და ერთი დამხმარე მძღოლი;
ბ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების დაბრუნება სომხეთის რესპუბლიკიდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში;
გ. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაბრუნება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკაში;
დ. ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირების შემოსვლა, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან ირანის ოფიციალური ვიზიტით და მათი თანმხლები პირები;
ე. დიპლომატიური წარმომადგენლობების და მათი ოჯახის წევრების როგორც შესვლა , ასევე გასვლა ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკაში;
(2) საჰაერო კომუნიკაციის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების შემოსვლა (დაბრუნება).