პოლიტიკა

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდისთვის რუსეთმა პირობები წამოაყენა

News.on.ge-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული კომპენსაციის გადახდისთვის რუსეთი პირობებს აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით RIA ავრცელებს.

როგორც მოსკოვში აცხადებენ, ისინი გადაწყვეტილების შესრულებას ჯერ ვერ შეძლებენ და მოითხოვენ, რომ თბილისმა დაზარალებულთა ზუსტი სია შექმნას, დააზუსტოს დარღვევები, რომლის გამოც ისინი დაზარალდნენ და მიუთითოს კომპენსაციის თანხა. რუსული მხარე შიშობს, რომ კომპენსაცია შეიძლება მიიღონ პირებმა, რომელთა “დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია”.

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთს საქართველოს 1 500 მოქალაქის მიმართ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. იმ დაზარალებულებმა, რომელთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) უნდა მიიღონ კომპენსაცია 2 000 ევროს ოდენობით. ხოლო, მათ, ვის მიმართაც დაირღვა კონვენციის მე-5&1 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (პატიმრობის არაადამიანური და დამამცირებელი პირობები), უნდა მიიღონ 10-15 ათას ევრომდე ოდენობით კომპენსაცია, რაც ზუსტად განისაზღვრება საპატიმროში გატარებული დროის ხანგრძლივობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button