პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით გაიმართა შეხვედრა ელჩების მონაწილეობით

არმენპრესი: 27 თებერვალს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთში აკრედიტებული ელჩების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა კორნავირუსის ეპიდემიის პრევენციის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ “არმენპრეს”-ს განუცხადეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტიდან.
”შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) ავეტ ადონცი, სრ ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი და მინისტრის მოადგილე ლენა ნანუშიანი.
მინისტრმა თოროსიანმა სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა სომხეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის სომხეთში ჩამოსულ მგზავრებთან სასაზღვრო პუნქტებში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, გავრცელების პრევენციის მიმართულებით.
მინისტრის სიტყვის დასასრულს, ელჩებმა კითხვები დაუსვეს არსენ თოროსიანს განხორციელებული ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სომხეთში ჩინეთის ელჩმა თიან ერლუნმა, რომელმაც წარმოადგინა თავის ქვეყანაში ეპიდემიის შესახებ უახლესი სტატისტიკა და აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და ჩინეთის ხელისუფლების ვარაუდით უკვე გაზაფხულზე შესაძლებელი იქნება ვირუსის გავრცელების შეწყვეტა.

სომხეთში იტალიის ელჩმა ვინჩენცო დელ მონაკომ წარმოადგინა ეპიდემიური სიტუაცია იტალიაში, აღნიშნა რა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა, მაგრამ რაოდენობრივი და ტერიტორიული თვალსაზრისით სტატისტიკა უმნიშვნელოა და არ აღემატება მეათედ პროცენტს.

ორგანიზაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გაეროს სომხეთში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა შომი შარპმა.
შეხვედრის შედეგები შეაჯამა ჯანდაცვის მინისტრმა, ავეტ ადონცმა კი გამოაცხადა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების მონაწილეობით ასეთი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება საჭიროებისამებრ”- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button