მთავარიპოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს რეგიონალური მშვიდობის საკითხები

სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი   შეთანხმდნენ,  რომ რეგიონში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „არმენპრესი“.

”ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და სიღრმისეული შეხვედრა დავით ტონაიანთან და განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონალური გამოწვევების შესახებ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ არ არსებობს ალტერნატივა კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისათვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

”ჩემთვის დიდი პატივია ვეწვიო სომხეთს  როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ქვეყანას, რომელთანაც ძალიან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს და საუკუნეების განმავლობაში პატივს ვცემდით ერთურთს. ამის დასტურია ჩვენი დადებითი, მზარდი დინამიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ”- თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით  იმყოფება.

ნახეთ მეტი
Back to top button