პოლიტიკა

სომეხმა სამშვიდობოებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს მრავალეროვნულ მოსამზადებელ ვარჯიშებში

არმენპრესი: სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში განთავსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზაში მონაწილეობა მიიღეს მრავალეროვნული წვრთნის ,,კოსოვოს ძალები“ მოსამზადებელ  ვარჯიშებში თემაზე “აჯანყების მართვა”.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში “არმენპრეს”-ს აცნობეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო განყოფილება მოქმედებდა გამართულად, შეთანხმებული მოქმედებებით ასრულებდა სტანდარტებით განსაზღვრულ სასწავლო დავალებებს და დაიმსახურა მოსამზადებელი კურსების ინსტრუქტორთა მაღალი შეფასება.

ნახეთ მეტი
Back to top button