მთავარიპოლიტიკა

სომხეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს მრავალეროვნულ წვრთნებში

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მონაწილეობას მიიღებენ 2020 წლის მრავალეროვნულ წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ფორმატით. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ 27 თებერვალს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადეს.

”მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ სომეხი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ 2020 წლის მრავალეროვნულ წვრთნებში  ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ფორმატით, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ სომხური მხარე მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში”,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში იმყოფება  ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით.

ნახეთ მეტი
Back to top button