სომხეთში ჩატარდა ახალი კორონავირუსის 95 ტესტი, რომლებიც უარყოფითი შედეგით დასრულდა
არმენპრესი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 26 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში გლობალურ დონეზე დაფიქსირდა ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) 81 109 დადასტურებული შემთხვევა. 78.119 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში, რომელთაგან 2,718, ფატალური შედეგით. ჩინეთის გარეთ 2918 შემთხვევა დაფიქსირდა 37 ქვეყანაში, აქედან 43 ადამიანი დაიღუპა.
ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის ყოველდღიური მოხსენების თანახმად, 27 თებერვლის 14 საათის მდგომარეობით, ჩინეთში კორონავირუსის დაავადებით (COVID-19) დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 78 631, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 654 იყო. დაფიქსირდა 2,747 გარდაცვალება. იმავე წყაროს თანახმად, 27 თებერვლის 09:00 საათის მდგომარეობით, მსოფლიოში დაფიქსირდა 82 206 დადასტურებული შემთხვევა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ 46 ქვეყანაში დაფიქსირდა 3 575 შემთხვევაა.
სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან „არმენპრეს“ -ს აცნობეს, რომ სომხეთში გრძელდება კომპლექსური ზომები ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგოდ, საზღვრის კონტროლიდან ლაბორატორიულ კვლევებამდე. ჩატარდა 95 გამოკვლევა, ნეგატიური შედეგებით.
რესპუბლიკის სამედიცინო ორგანიზაციებში ახალი კოროვირუსული ინფექციის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის უზრუნველსაყოფად ხორციელდება სამედიცინო პერსონალის მზადყოფნაზე მიმართული ღონისძიებები.
ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შესაძლებლობების განხილვის მიზნით, მუდმივი კავშირი დამყარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და რეგიონის პარტნიორებთან.