მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა მნიშვნელობა მიანიჭა თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის 2020 წლის პროგრამის ხელმოწერას

არმენპრესი: პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია 27 თებერვალს.
როგორც „არმენპრეს“-ს განუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა, მიესალმა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მისი დელეგაციის ვიზიტს სომხეთში, პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სომხეთ-საქართველოს პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ხაზი გაუსვა 27 თებერვალს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ პროგრამის ხელმოწერის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ კვლავ ეწვია მეგობარ სომხეთს, რომელთანაც საქართველოს აქვს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და ძლიერი პარტნიორობა. მან კმაყოფილება გამოთქვა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობასა და ასევე, 27 თებერვალს ჩატარებულ შეხვედრასთან დაკავშირებით და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2020 წლის პროგრამის ხელმოწერას.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სომხეთ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგი. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი ქვეყანა და ხალხი გაერთიანებულია მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული კავშირებითა და ქრისტიანული ღირებულებების სისტემით, რაც მყარი საფუძველია მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებისა და დაახლოებისთვის.
რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებზე დაყრდნობით, ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხსა და ამ მიმართულებით ურთიერთძალისხმევების მნიშვნელობის გარშემო.

ნახეთ მეტი
Back to top button