მთავარიპოლიტიკა

ბაქოში კვლავ იპოვეს “სომხური კვალი”: სადაზვერვო სააგენტოები, უცხოელი პარტნიორები და აზერბაიჯანული პროპაგანდის სხვა ბოდვები.

ინფოთეკა 24. აზერბაიჯანელები, რომლებმაც თავხედურად და მოღალატეობრივად მიიტაცეს საქართველოს შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, ცდილობენ, კვლავ სომხები დაადანაშაულონ საქართველოში ანტი-აზერბაიჯანული განწყობების გაღვივებაში.

საქართველოში, აქტივისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ჩამოაყალიბა სპეციალური კომიტეტი, რომელიც მოახდენს საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანის დამპყრობლური მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას. მაგრამ, Day.az-ის რწმენით, მის უკან სომხური სპეცსამსახურები დგანან, რომლებიც მას უბიძგებენ აქციების ორგანიზებაზე.

აზერბაიჯანული პროპაგანდის მიერ ორგანიზებულ ტრეშ-შაპიტოში ისევ მოხვდა პორტალი ,,ინფოტეკა24”, რომელიც თითქოსდა ასევე შეიქმნა სომხური სპეცსამსახურების მიერ და აღვივებს ეთნიკურ სიძულვილს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. რედაქციას  განსაკუთრებით იპყრობს ასეთი ყურადღება აზერბაიჯანელი პროპაგანდისტების მხრიდან, მაგრამ ჩვენ იძულებულნი ვართ გავაცრუოთ მათი იმედები. სპეცსამსახურები ჩვენთან არ მეგობრობენ. უფრო მეტიც, Day.az ირწმუნება, რომ საქართველოში ამ მთელ ანტიაზერბაიჯანულ კამპანიას საგარეო მხარდაჭერა აქვს.

კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტების რწმენა იმაში, რომ ბაქო, ძმური საქართველოსადმი პატივისცემის ნიშნად თავშეკავებულობას იჩენს ყველა აქციის და განცხადების მიმართ. სახელმწიფო, რომელმაც ყოველგვარი სანქციების, შეთანხმებების და ყოყმანის გარეშე დაიპყრო ”ძმური” საქართველოს ისტორიული ძეგლი, ელოდება, რომ თბილისმა მდუმარედ უნდა მიიღო ეს ფაქტი?

ბუნებრივია, კიდევ ერთხელ, იმისათვის, რომ ყურადღება გადაიტანოს თავისი დანაშაულებრივი ქმედებებისაგან, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, აზერბაიჯანი ცდილობს მოძებნოს სომხური კვალი. ერთის მხრივ, შეიძლება გაგვიხარდეს, რომ სომხეთის მთავარი მოწინააღმდეგე ასეთი მაღალი აზრისაა სომხური სპეცსამსახურების შესაძლებლობებზე, ხოლო, მეორე მხრივ, შეიძლება მხოლოდ საფეთქელთან თითი დავატრიალოთ, და ვუსურვოთ აზერბაიჯანელ ხალხს, რომ თვალი გაახილოს საკუთარი ხელისუფლების ნამდვილ ბუნებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button