მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა სომხეთში

სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის დაავადების პირველი შემთხვევა. პაციენტი სრ 29 წლის მოქალაქეა, რომელიც 28 თებერვალს თვითმფრინავით თეირანიდან ჩამოფრინდა მეუღლესთან ერთად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”მან თავად მიმართა ექიმს და მისი მდგომარეობა დადებითია. სიცხე ჰქონდა საავადმყოფოში მიმართვის დროს, მაგრამ ახლა სიცხეც კი არ აქვს. წინასწარი ტესტის შედეგებმა დადებითი შედეგი უჩვენა, განმეორებითი ტესტის შედეგები ცნობილი გახდა ერევნის დროით ღამის 3 საათზე. ”- წერს პრემიერ-მინისტრი.

პაციენტის მეუღლის ტესტის პასუხი უარყოფითია. ადამიანები, რომლებსაც მასთან სარისკო ურთიერთობა ჰქონდათ, იზოლირებულნი იქნებიან.

”მოიძებნება ის ტაქსები, რომლითაც პაციენტი აეროპორტიდან სახლში, სახლიდან საავადმყოფოდან  მივიდა. ასევე იზოლირებულ იქნებიან ტაქსების მძღოლებიც. იზოლირებული მოქალაქეებისთვის ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის სასტუმრო, მაგრამ გამოცალკევებულ  პირობებს. საერთო ჯამში, დღეს იზოლირებული იქნება დაახლოებით 30 მოქალაქე”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მიიღება ყველა საჭირო ზომა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 12:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი გამართავს პრესკონფერენციას და გამოაქვეყნებს ამ მომენტისთვის ცნობილ ინფორმაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button