საერთაშორისო

ივანე ჩხაიძე: სწრაფად მივიღებთ პრეპარატს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური იქნება

მე და ჩემი უცხოელი კოლეგები ველოდებით ინფორმაციას ორი მიმართულებით. პირველი, ეს არის ვაქცინა და მეორე ეფექტური ანტივირუსული საშუალება. ვაქცინასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ გაცილებით უფრო ახლოს ვართ მედიკამენტის შექმნასთან, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც imedinews.ge წერს, მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში პრეპარატმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და ფიქრობს, რომ ეს ძალიან კარგი სიახლეა. „არის 4 ფარმაცვეტული კომპანია, რომელიც მუშაობს ანტივირუსლი პრეპარატების შექმნაზე და ვფიქრობ, რომ პრეპარატი უფრო უსწრებს ვაქცინას და ალბათ ძალიან სწრაფად ჩვენ მივიღებთ პრეპარატს, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

ნახეთ მეტი
Back to top button