
ინდოეთმა ხელი მოაწერა 40 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულებას სომხეთისათვის რადარების მიწოდებაზე. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს მთავრობის წყაროების მითითებით.
ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია 4 Swathi რადარების მიწოდება, რომლებიც უზრუნველყოფს მტრის იარაღის სწრაფ, ავტომატურ და ზუსტ ამოცნობას 50 კილომეტრ მანძილზე, იქნებიან ისინი ნაღმსატყორცნები, რაკეტები თუ ჭურვები. რადარს შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა ადგილიდან გასროლილი რაკეტების ან ჭურვების მართვა. ცნობაში ნათქვამია, რომ ინდოეთის არმია ამ სისტემებს იყენებს ქაშმირთან შეხების ზოლზე.
ინდური ვებსაიტები ხაზს უსვამენ, რომ სომხეთმა ასევე ჩაატარა რუსული და პოლონური სისტემების ტესტირება, მაგრამ აირჩია ინდური სისტემა.