“ნუ გეშინიათ: აპრილში აღარც კი გაგახსენდებათ ეს ვირუსი, ისე როგორც ემბოლა”: სომეხი ექიმი (ვიდეო)

ექიმმა არმენ ასტვაწატრიანმა წარმოადგინა ჩვეულებრივი გრიპისა და კორონავირუსის შედერებითი ანალიზი და მსმენელებს მისცა რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი კორონავირუსით დაინფიცირებას.
კვირას ღამით, სომხეთში დაფიქსირდა ახალი კოროვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი რესპუბლიკის 29 წლის მოქალაქეა, რომელიც თეირანიდან სომხეთში ჩავიდა 28 თებერვალს მეუღლესთან ერთად. ის თვითონ მივიდა ექიმთან და მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც სტაბილური. მთიანი კურორტის წაღკაძორის სასტუმრო „ოქროს სასახლეში“ იზოლაციაშია 31 ადამიანი, რომლებიც ინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში.
„პანიკაა სომხურ აფთიაქებში. სამედიცინო ნიღბები წარმოუდგენლად ძვირია. ისინი დახლის ქვეშიდან იყიდება. ჩვენ მოწმენი ვართ ისეთი მოვლენისა, რომელიც ათასჯერ უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი – ეს არის პანიკა. სამეცნიერო ჟურნალის “Lancet” -ის თანახმად, დეკემბრიდან, როდესაც პირველად დარეგისტრირდა. კორონავირუსი, 1 მარტის ჩათვლით, მათ დაინფიცირდა 86 987 ადამიანი, რომელთაგან 2979 ადამიანი გარდაიცვალა და 42.596 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2% იყო და ჩვეულბერივ გრიპს უფრო მეტი სიცოცხლე მიაქვს მსოფლიოს მასშტაბით.
”მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ისტერიკა ამის შესახებ აბსურდულია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ არსებობს პანდემია, არსებობს მისი რისკი, პანიკის საფუძველი არ გვაქვს“.
ქიმმა ასევე მოგვცა პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ავარიდოთ თავი გრიპს.
“თუ იყენებთ იმას, რასაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უწოდებენ, მაშინ ნიღბის გარეშე ეს საშიშია. ეს განსაკუთრებით ეხება მწეველებსა და მათ, ვინც გაცივებულია. თუ თქვენ დარჩით ნიღბის გარეშე, მაშინ ნუ იყიდით 5 ათას დრამად (დაახლოებით $ 10), მაშინ უკეთესია ისუნთქოთ ცხვირით. თუ შარფი გაქვთ, მოიხვიეთ ის. ამ შემთხვევაში კონტაქტის რისკი უმნიშვნელოა. თქვენ ხელები საპნით და წყლით უნდა დაიბანოთ, სპეციალური სითხეები არ გჭირდებათ“,- თქვა ასტვაწატრიანმა. მან გაიხსენა, რომ ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის დასაცავად. იგი მოუწოდებს არ დაუჯერათ მათ, ვინც თვლის რომ თითქოს ის მავნებელია.