მთავარისაზოგადოება

სომხეთს კორონავირუსის ტესტების პრობლემა არ აქვს

სომხეთში კორონავირუსის 1000 ტესტი არსებობს, შემდეგ კვირას დაახლოებით 2 000 მიიღებენ.  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა განაცხადა 1 მარტის პრესკონფერენციაზე. ათასი ტესტის საკითხში ამერიკა გვეხმარება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შემოწირულობანი.

„ასევე განიხილება ტესტის შეძენის რამდენიმე მიმართულებაც, კერძოდ  ჩინეთი და ინგლისი. ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს. ”- თქვა არსენ თოროსიანმა.

მინისტრი ირწმუნება, რომ მიმდინარე წლის 2 იანვრიდან ჯანდაცვის სისტემამ ტიტანური სამუსაოების ჩაატარა. პროფესიონალები და  პასუხისმგებელი პირნი ყველა საჭირო ზომას ღებულობენ. სომხეთში დაფიქსირდა კორონავირუსით  დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი 29 წლის მოქალაქეა, სომეხი მამაკაცი, რომელიც 28 თებერვალს თვითმფრინავით თეირანიდან ჩამოვიდა  მეუღლესთან ერთად

ნახეთ მეტი
Back to top button