სომხეთი ცვლის საქართველოსთან თანამშრომლობის ვექტორს. ნიკოლ ფაშინიანი

ბოლო ხანებში ერევანმა და თბილისმა შეძლეს ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა.
ერევანი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან თბილისში შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობას ხედავს სტრატეგიულ პარტნიორობაში.
15 ოქტომბერს გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს ერევანში ფაშინინმა პირველად გამოაცხადა ერევნის განზრახვა, თბილისთან თანამშრომლობის ვეექტორის გადახედვის შესახებ. გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერევანს სურს შეიმუშაოს სტრატეგიული კონცეფცია თბილისთან ურთიერთობის განვითარების მიზნით.
უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთსა და საქართველოს სარეგლამენტო დოკუმენტებში არ აქვთ სტრატეგიული პარტნიორების სტატუსი.
”ჩვენ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაში. შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობა, ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ღრმა კულტურული, პოლიტიკური, ისტორიული, ეკონომიკური კავშირები”,- აღნიშნა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო და განსხვავებული პლატფორმები გაღრმავებული თანამშრომლობისთვის. მაგრამ, ერევნისთვის, საქართველოსა და მის მეზობლებთან ურთიერთობებს განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ.
ფაშინიანი თვლის, რომ ორივე ქვეყნის ერთგულება დემოკრატიის მიმართ, კიდევ ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ერევანმა და თბილისმა შეძლეს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა. ის დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი და მისი შედეგები კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ თანამშრომლობას. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა სომხურ-ქართული შეთანხმება შესრულებულია.