მთავარიპოლიტიკა

გაზეთი ,,სომხეთის რესპუბლიკა”. სომხურ-ქართული მეგობრობის კიდევ ერთი გამოვლინება

არმენპრესი. ”სომხეთს და საქართველოს ყოველთვის ჰქონდათ თბილი კეთილმეზობლური ურთიერთობა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მთელი ისტორიის განმავლობაში ინტერესთა დამთხვევით. და აი, 3 მარტს, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეს უკვე მესამე ვიზიტია საქართველოში, აქედან ორი ოფიციალური ვიზიტებია. გარდა ამისა, 2018 წლის მაისში მისი პირველი ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვია ჯავახეთს, რაც მნიშვნელოვანი მესიჯი იყო როგორც ჯავახეთის სომხებისთვის, ასევე მეგობრული საქართველოსთვის, რომ ჯავახეთის სომეხთა საკითხები არ არის სომხეთის ყურადღების მიღმა.
ამ ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრა თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან. საყურადრებოა, რომ თბილისისა და ჯავახეთის სომხური სათვისტომოების როგორც პრობლემები, ასევე დამოკიდებულება სომხეთის მიმართ არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ისე, სხვათა შორის”.

ნახეთ მეტი
Back to top button