”ეს შთამბეჭდავი იყო”: გახარიამ მადლობა გადაუხადა ფაშინიანს და ილაპარაკა გეგმების შესახებ

სომხეთი და საქართველო ცდილობენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ყველა სფეროში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას.
„ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ მთავრობის დონეზე იქნას გაღრმავებული საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ მუდამ ერთი აზრისანი ვართ იმ საკითხზე, რომ მაღალი დონის ვიზიტები არის იმის საფუძველი, რომ მთავრობამ სამინისტროების დონეზე ეფექტურად იმუშაოს, ”- თქვა გახარიამ.
მან გაიხსენა პრემიერის სტატუსით ერევანში პირველი ოფიციალური ვიზიტი, , რომელიც ძალიან შთამბეჭდავი და შედეგიანი იყო, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს.
გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ფაშინიანის ვიზიტი ეფექტური იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმაღთულებით.
”ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ,ჩვენ და ჩვენს მთავრობებს კარგად გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნების საწინდარია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, შემდეგ კი კულტურული, ეკონომიკური და სხვა სფეროების განვითარებაზე, – თქვა მან.
გახარიას თქმით, სომხეთის და საქართველოს ხელისუფლებას ერთი მიზანი აქვს – ორი ქვეყნის და ხალხთა კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა სფეროში.
”დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ გადავდგამთ კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს ამ მიმართულებით”, – დაასკვნა გახარიამ.
ამის შესახებ სტატის აქვეყნებს „სპუტნიკი-არმენია“.