მთავარიპოლიტიკა

სომხეთს და საქართველოს საერთო გამოწვევები აქვთ: საქართველოს საკითხებზე ექსპერტი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სომხეთ-საქართველოს მიმდინარე ურთიერთობების შესახებ „სპუტნიკ არმენიას“ ეთერში კომენტარები გააკეთა საქართველოს საკითხებზე ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა. ექსპერტის აზრით, ბოლო კვირების განმავლობაში ეს უკვე მესამე აქტიური ვიზიტია, რაც მეტყველებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიურ განვითარებაზე, ხოლო განსახილველი საკითხები ეხება არა მხოლოდ ორმხრივ თანამშრომლობას, არამედ რეგიონულ საკითხებსაც, რომელთა გარშემოც უნდა მოხდეს საერთო პრინციპების ჩამოყალიბება. ”ვინაიდან ასევე არსებობს ეპიდემიის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მიდგომების განხილვა, ძალისხმევის და ბრძოლის გაერთიანება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სომხეთი არ აპირებს საქართველოსთან საზღვრის დახურვას. ზოგადად, მოსალოდნელია სომხურ-ქართული ურთიერთობების საკმაოდ აქტიური წელი. ასევე დაგეგმილია მთავრობათაშორისი კომიტეტების შეხვედრები, რომელთა სადღიწესრიგო ზოგიერთი საკითხი განიხილება ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის დროს”,- აღნიშნა ექსპერტმა. ექსპერტმა ილაპარაკა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს გაჟღერებულ აზრზე, რომ სომხეთი 2020 წელს მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ნატო-ს წვრთნებში. ჯონი მელიქიანი აღნიშნავს, რომ ეს არის არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, არამედ ქართულ-ამერიკული პროგრამა “გლობალური გეგმა”, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ნატოს, ასევე ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიც. სომხეთი ასევე მონაწილეობდა ამ ფორმატის მრავალეროვნულ წვრთნებში, რომელიც, ექსპერტის აზრით, ასევე შედის სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში, რადგან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში აუცილებელია ერთობლივი პოზიციები. შესაბამისად, სომხეთს და საქართველოს აქვთ საერთო გამოწვევები, რაც მჭიდრო თანამშრომლობის გარანტიაა.

ნახეთ მეტი
Back to top button