მთავარიპოლიტიკა

სომხეთს და საქართველოს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი აქვთ. გაიმართა მაღალი დონის სომხურ-ქართული მოლაპარაკებები

არმენპრესი: საქართველოში გაიმართა მაღალი დონის სომხურ-ქართული მოლაპარაკებები. “არმენპრეს” – ის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიესალმა რა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაციას, აღნიშნა, რომ მხარეებს აქვთ საკითხების  განხილვის ვრცელი დღის წესრიგი.

”ჩვენ შევეხებით ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც სომხური, ისე ქართული მხარისთვის. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, რეგიონში მშვიდობის საკითხს. ეს არის ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საფუძველი. რეგიონში ყველა კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან წარმოადგინა საქართველოს მისწრაფებები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და აღნიშნა, რომ ეს მათი ხალხის გადაწყვეტილება იყო. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან სომხეთის თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

 ”როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება არის ჩვენი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა დღეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული პროცესისკენ ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის. მისი თქმით, ამ პოტენციალის სრულად გამოყენება დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის სულ ახალ დონეზე აყვანის მრავალი შესაძლებლობა.

”ამ მხრივ დემოკრატიასაც ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებებს. ასე გამოვიდა, რომ ჩვენს ქვეყნებს უსაფრთხოების სისტემების მიმართ ოდნავ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების შესახებ ზოგადი წარმოდგენა გვაქვს. სომხეთმა არ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას და საქართველომ არ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სომხეთის უსაფრთხოებას.  პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, მე სწორედ ეს შევთავაზე ჩვენი შემდგომი ურთიერთობების საფუძვლად”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება საქართველოს პოზიციას, რომ ყველა კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

ნახეთ მეტი
Back to top button