ფაშინიანს გააჩნია საქართველოსა და სომხეთის ინვესტიციური მიმზიდველობის გაზრდის ფორმულა

სომხეთისა და საქართველოს ინვესტიციიური მიმზიდველობა გაიზრდება, თუ ორი ქვეყანა განიხილება, როგორც ერთიანი დემოკრატიული ტერიტორია. ასეთი რწმენა გამოთქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან .
”ჩვენს ქვეყნებს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი აქვთ და ჩვენი დღის წესრიგია მისი აღმოჩენა და გამოყენება”, – თქვა ფაშინიანმა.
ტოგორც „სპუტნიკი არმენია “ წერს ფაშინიანის თქმით, ერევანსა და თბილისს მრავალი შესაძლებლობა აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის მიმართულებით. ამაში განსაკუთრებულ როლი ენიჭება დემოკრატიზაციას.
ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთის წევრობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ორი ქვეყანას სერიოზულ შესაძლებლობებს უქმნის.
”ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ უსაფრთხოების განსხვავებული აღქმა, ”- განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეს ხელს არ უშლის ეს ქვეყნები ურთიერთისათვის უსაფრთხო იყვნენ. იგი მიესალმება საქართველოს ხედვას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. მაგრამ რეგიონში კონფლიქტები ერთნაირი არ არის, თქვა ფაშინიანმა.
”კონფლიქტები განსხვავდება მათი შინაარსით, ისტორიით, მიზეზებითა და სიღრმით. მათი მოგვარება რომ შესაძლებელი ყოფილიყო ერთი ზოგადი ფორმულთ, მაშინ ეს კონფლიქტები უკვე მოგვარებულნი იქნებოდნენ დიდი ხნის წინ”, – თქვა ფაშინიანმა.
მან განმარტა, რომ ყველა კონფლიქტს ერევანი განიხილავს მისი თავისებურებების გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ დელეგაციასომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.