კულტურამთავარი

BBC ასახავს ეთიოპიის მცირერიცხოვან სომხურ სათვისტომოს და მის ამჟამინდელ მდგომარეობას

პრესტიჟულმა ვებსაიტმა BBC–მ გამოაქვეყნა სტატია ,,წერილი აფრიკიდან” (Letter from Africa)– ის სერიიდან, რომელიც ეხება სომხურ–ეთიოპიურ ურთიერთობებს, ეთიოპიაში სომხურ საზოგადოებას და მის ამჟამინდელ მდგომარეობას.

ეთიოპიაში დაკარგული სომხური სათვისტომოს კვალს გაჰყვა ჟურნალისტი ისმაილ ეინაშე, რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოფნის დროს, მან არაერთხელ მოისმინა და დაინტერესდა სომხური სათვისტომოსა და მისი ისტორიის შესახებ.

XIX საუკუნეში იმპერატორ მენელიკ II-ის მეფობის დროს, აქ ჩამოყალიბებული მცირერიცხოვანი სომხური სათვისტომო მე –20 საუკუნეში უფრო გაფართოვდა იმ სომეხების წყალობით, რომლებიც გადარჩნენ ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ხოცვებიდან და თავშესაფარი იპოვნეს ამ ქვეყნებში. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის ფორმირებასა და მის მთლიან განვითარებაში.

აღნიშნულია, რომ სომხეთსა და ეთიოპიას შორის ძლიერი კავშირი დამყარდა, ძირითადად, მართლმადიდებლური ეკლესიის წყალობით. ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა დიპლომატებისა და ვაჭრების წყალობით.

სტატიაში ასევე მოთხრობილია ჟურნალისტის ვიზიტის შესახებ სომხეთის წმინდა გევორგის ეკლესიაში, რომელიც დაარსდა 1930 წელს. ეს უკანასკნელი შთამბეჭდავია ამ არქიტექტურული სტრუქტურის ორნამენტებით, მაგრამ აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ დღეებში იქ მღვდელი არ არის. აღინიშნება, რომ ეს ეკლესია ყველა დროს იყო სომხური  სათვისტომოს ცენტრი.

ეთიოპიაში სომეხთა რიცხვის ზრდა დაიწყო იმპერატორ რაზ თაფარის მეფობის დროს. ისიც აღინიშნება ისიც, რომ უკანასკნელმა ერუსალიმის სომხურ ეკლესიაში ვიზიტის დროს, როდესაც ნახა 40 სომეხი ობოლი, მან სომეხ პატრიარქს სთხოვა, ნება დაერთო ეკისრა მათზე ზრუნვა.

იმპერატორის ძალისხმევის წყალობით შემდგომში ბავშვებმა მიიღეს მუსიკალური განათლება და გახდნენ საიმპერატორო სასულე ორკესტრის ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეთიოპიის ეროვნული ჰიმნის ავტორი გევორგ ნალბანდიანი.

ეთიოპიაში სომხურმა სათვისტომომ აღორძინების პიკს მიაღწია 1960 წელს, როდესაც სომეხთა რაოდენობა 1,200 იყო. 1974 წელს, რაზ თაფარის დამხობის და სოციალისტური ეთიოპიის დროებითი სამხედრო მთავრობის დამკვიდრებით, ქვეყანაში დაიწყო ზეწოლა, ამიტომ სომხების უმეტესობამ ეთიოპიის დატოვება დაიწყო და დასახლდნენ ძირითადად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ამჟამად სომხური საზოგადოება წარმოადგენს 100 მოხუცებულთა ჯგუფს. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს სომხური სოციალური კლუბი.

ნახეთ მეტი
Back to top button