ეკონომიკა

კორონავირუსის გამო თბილისის ტურიზმის ინდუსტრია გაკოტრების პირასაა

არმენპრესი: საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კორნავივირუსის COVID-19 მსოფლიოში გავრცელების გამო, ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია შეიძლება გაკოტრების პირას აღმოჩნდეს, იუწყება “არმენპრესი”.
”ჩვენ მივიღეთ პირველი სერიოზული დარტყმა. ბოლო 5-6 დღეში მარტში და აპრილში გაუქმდა თბილისის სასტუმროების შეკვეთების 80-90%. ეს ნიშნავს, რომ ეს განხრა თითქმის გაკოტრების პირასაა. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ“,-აღნიშნა ალავერდაშვილმა 3 მარტს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა კორნავივირუსთან დაკავშირებული საქართველოს გამოწვევების განსახილველად.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად დაზარალდა თბილისი, რადგან რეგიონებში აქტიური ტურისტული სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ამან ოდნავ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა.
უფრო ადრე საქართველოს ტურიზმის სექტორში კორონავირუსით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის შესახებ განაცხადა რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ”მხოლოდ ჩინეთიდან და ირანიდან ფრენების შეწყვეტით გამოწვეულმა ამ სექტორის ზარალმა ყოველთვიურად გადააჭარბა 30 მილიონ ლარს (დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი)”, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა, იტყობინება ,,ინტერფაქსი“.

ნახეთ მეტი
Back to top button