მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

დასრულდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ  ფეისბუქის გვერდზე განათავსა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა.

„ორი ქვეყნის პრემიერ- მინისტრებმა განაგრძეს განხილვები   არაფორმალურ ფორმატში.

პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ  მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის  პროცედურების გამარტივების მიმართულებით, ისინი შეეხნენ აგრეთვე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – წერს გევორგიანი.

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ვიზიტის დროს პრემიერ მინისტრი ფაშინიანი ასევე შეხვდა საქართველოს სომეხ საზოგადოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button