მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვეს აქტიური საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას

პრემიერ- მინისტრი ნიკოლ  ფაშინიანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. ამის შესახებ “არმენპრესს” -ს აცნობეს სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

თაკალვაძემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ორი ქვეყნის მთავრობებსა და პარლამენტებს შორის აქტიური თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ მინისტრის ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს სომეხ და ქართველ ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებასა და გაფართოებას. მან მაღალ დონეზე შეაფასა პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობანი, როგორც ორმხრივ, ასევე  საერთაშორისო პლატფორმებზე.   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ადგილობრივი  სომეხი საზოგადოების როლს ქვეყნის განვითარებაში და დასძინა, რომ ეს მყარი ხიდია სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისო  ურთიერთობების განვითარებისათვის.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა,  რომ საპარლამენტო დიალოგს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში,  სომეხ და ქართველ პარლამენტარებთან მჭიდრო ურთიერთობებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია   ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა და არჩილ თალაკვაძემ აღნიშნეს, რომ ინტენსიური დიალოგის საშუალებით სომხეთმა და საქართველომ შეიძლება იპოვონ ახალი შესაძლებლობები ურთიერთსასარგებლო ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისთვის.

პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა ჩანაწერი  გააკეთა საქართველოს პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში.

ნახეთ მეტი
Back to top button