მთავარიპოლიტიკა

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარს ილია მეორეს.

საქართველოს სულიერი ლიდერი მიესალმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ოფიციალურ ვიზიტს და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ხელს შეუწყობს სომხეთ-საქართველოს კავშირების შემდგომ განვითარებას. „ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს სირთულეები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეკლესიების ურთიერთობები გაგრძელდება ძმურ ატმოსფეროში, რაც  ხელს შეუწყობს ორი ხალხის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას“,- თქვა ილია მეორემ.

პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თბილი შეხვედრისათვის  და აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრა ჰქონდა ილია მეორესთან 2018 წლის ივნისში, საიდანაც მან  თბილი მოგონებები შემორჩა”-ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ურთიერთობებში დაფიქსირდა მრავალი პოზიტიური რამ, ჩვენ მოვახერხეთ ურთიერთობების განვითარება ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. საპატრიარქოში შეხვედრას მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ.



ნახეთ მეტი
Back to top button