მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ხალხს შორის კომუნიკაციის ხელშესაწყობად

სომხეთის დელეგაციის ფარგლებში თბილისში მყოფი   საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი,  შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის  დეპარტამენტი.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილებით ილაპარაკეს  ორი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობზე დაფუძნებული ურთიერთობის  არსებული დონეზე.

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილეს ხალხთა  შორის კომუნიკაციის გაღრმავებაზე და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი.

სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს, ასევე მიმოიხილეს  ახალი ტიპის კოროვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიმართული ღონისძიებანი.

ნახეთ მეტი
Back to top button