მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ანტიტერორისტული ბრძოლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ის აზერბაიჯანს ინფორმაციას არ მისცემს

სომხეთი უერთდება დსთ-ს ანტიტერორისტულ  კამპანიას, მაგრამ ვალდებულებას არ ღებულობს, რომ ის  აზერბაიჯანს  ინფორმაციას  მიწოდებს.

 „სპუტნიკი  არმენია“-ს ცნობის მიხედვით ამის შესახებ განაცხადა ეროვნულ ასაბლეაზე  ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  ედუარდ მარტიროსიანმა,  კომენტარი გაუკეთა რა შეთანხმებას  „დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამშრომლობის ფარგლებში  ტერორიზმის სხვა ძალადობრივი მანიფესტაციებისა  და  მათი დაფინანსების  სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.

„თანამშრომლობა დსთ-ს ყველა ქვეყანასთან ჩვენთვის არ გულისხმობს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისა და კანონმდებლობის  საწინააღმდეგო ქმედებას. ჩვენ უფლება გვაქვს არ გადავცეთ მონაცემები ამ სახელმწიფოს, თუ ეს მონაცემები ჩემს მიერ აღნიშნულ გარემოებებს შეეხებიან. ეს დებულება აღნიშნულია ხელშეკრულების მე-8-ე პუნქტში“,-თქვა ეუს ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა,  შეთანხმება არეგულირებს სომხეთის მიერ  ნებისმიერი მესამე ქვეყნისათვის გადაცემული ინფორმაციის აზერბაიჯანისათვის გადაცემის ალბათობასაც.

მარტიროსიანის თქმით, ჯერჯერობით სომხეთსა და აზერბაიჯანს დსთ-ს შიგნით ასეთი პრობლემა არ ჰქონიათ, არ წარმოშობილა  მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის საკითხი.

რაც შეეხება დსთ-ს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას, მარტიროსიანმა აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი  ქვეყნიდან  მიიღეს მოთხოვნა, მაგრამ საფუძვლები არ იყო საკმარისი იმ პირების  ამ ქვეყანაში ექსტრადიციისთვის.

ანტიტერორისტულ ბრძოლას დსთ-ს ფარგლებში ხელმძღვანელობს მოსკოვში არსებული  ანტიტერორისტული ცენტრი, სადაც სომხეთს მისი წარმომადგენელი ჰყავს.  

უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმება  „დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამშრომლობის ფარგლებში  ტერორიზმის სხვა ძალადობრივი მანიფესტაციებისა  და  მათი დაფინანსების  სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ გაფორმდა 2017 წლის 3 ნოემბერს. ის ძალაში შევა ეროვნულ ასამბლეაში რატიფიცირებისა და კონსტიტუციასთან შეთავსებულად აღიარების შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button