საზოგადოება

სომხეთი კიდევ 2000 ტესტს მიიღებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის

ახალი ტიპის კორონავირუსისათვის სომხეთს აქვს დაახლოებით 1000 ლაბორატორიული ტესტი, 6 მარტს კი მიიღებს კიდევ 2000 ტესტს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა „რადიო თავისუფლების“  კორესპოდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

„გარდა ამისა, ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთის ფედერაციასთან. ასევე შეთავაზება გვაქვს  ჩინეთიდან, იაპონიიდან და აშშ-დან. ვფიქროთ ახალი ტესტები შევიძინოთ თუ არა, რადგანაც  დღმდე გამოყენებული ტესტები  ჩვენი პარტნიორებისგან საჩუქრად მივიღეთ.  შეიძლება აღარ დაგვჭირდეს, რადგანაც ვირუსი უკან იხედვს.  ამ პროგნოზს ბევრი ექსპერტი იზიარებს“, – თქვა თოროსიანმა.

მინისტრის განმარტებით, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაწესებული მოძრაობის კონტროლი იძლევა შედეგებს და შეიძლება დამატებითი ტესტები არ გახდეს საჭირო.

სომხეთში იზოლირებულ იქნა 32 ადამიანი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ პირთან.   იზოლირებული მოქალაქეები იმყოფებიან მთიან კურორტ წაღკაძორში, ხუთვარსკვლავიან სასტუმღოში „გოლდენ პალასი“.

ნახეთ მეტი
Back to top button