საზოგადოება

,,5 ვარსკვლავიანი კარანტინი“. საერთაშორისო პრესა დაინტერესებულია სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდით

არმენპრესი: მსოფლიო პრესა გაოგნებულია სომხეთის ხელისუფლების მიერ კოროვირუსთან ბრძოლის მეთოდებით. როგორც იუწყება “არმენპრეს”-ი, რუსული და თურქული მედია წაღკაძორის სასტუმრო ,,გოლდენ პალასში“ 32 სომეხი მოქალაქის იზოლაციას “5-ვარსკვლავიან კარანტინს” უწოდებს.
RT და NTV მედია იუწყებიან, მაშინ, როდესაც  მსოფლიოს ათობით ქვეყანაში კორნავივირუსით ინფიცირებულ საეჭვო პირთა მიმართ ძალადობას იყენებენ, სომხეთის ხელისუფლებამ 32 ეჭვმიტანილი მოქალაქე 5 ვარსკვლავიან სასტუმროს იზოლატორში მოათავსა. მედიის ცნობით, სასტუმრო, სადაც  32კოროვირუსით ეჭვმიტანილია განთავსებული, ერევნიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე, აქვს ოლიმპიური აუზი და კაზინოც კი. თურქული NTV წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სპეციალური ტანსაცმელით აღჭურვილი ხალხი საკვებს ანაწილებს, ძვირადღირებული სასტუმროს ლუქს ნომრებში.
კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა სომხეთში დადასტურდა 1 მარტის დილით. ინფიცირებულია 29 წლის მამაკაცი, რომელიც სომხეთში ჩამოვიდა ირანიდან 28 თებერვალს. 1 მარტს წაღკაძორის სასტუმრო ,,გოლდენ პალას“-ში იზოლირებულ იქნა 32 ადამიანი, რომლებიც თვითმფრინავში კონტაქტში იყვნენ ამ მამაკაცთან.

ნახეთ მეტი
Back to top button