მთავარიპოლიტიკა

გაზეთი ,,სომხეთის რესპუბლიკა”. საქართველოს სომხურმა სათვისტომომ საქართველო სამშობლოდ უნდა მიიჩნიოს

არმენპრესი. ”საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, სომხეთის პრემიერ- მინისტრი ასევე შეხვდა სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობაში შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისის, ასევე ჯავახეთის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები.
ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა საქართველოს სომხურ სათვისტომოს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სომეხი ხალხის ამ ნაწილმა საქართველო სამშობლოდ უნდა მიიჩნიოს, და ეს არის საქართველოს სომხური სათვისტომოს განსაზღვრული თავისებურება დიასპორის სხვა სათვისტომოებთან შედარებით.

”ჩვენი შემდეგი შემოთავაზებაა, რომ ჩვენ  ჩვენს ურთიერთობას დავაკვირდეთ ასწლეულების პერიოდით, მომავლისკენ, დღეიდან ჩვენ შეგვიძლია საერთო წარმოდგენის ქონა ერთმანეთის მიმართ, რადგან ჩვენ ამ რეგიონში ათასწლეულების განმავლობაში ვცხოვრობდით ერთმანეთის გვერდით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ისტორიის მრავალ ეტაპზე ორივე ხალხს ჰქონდა საერთო გამოწვევები, იძულებული იყვნენ მათთვის ერთად გაეწიათ წინააღმდეგობა, ამიტომ კარგი იქნება ორივე სახელმწიფომ საკუთარ მომავალს შეხედოს ამ თვალსაზრისით. მართლაც, ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სომხეთსა და საქართველოს ჰქონდათ ერთი საერთო მტერი ან ერთი საერთო გამოწვევა. სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეების შემთხვევაში სომხეთმა დაიცვა საქართველო და ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეების შემთხვევაში, საქართველომ სომხეთი”.

ნახეთ მეტი
Back to top button