პოლიტიკა
პოლიტოლოგი აფასებს სომხეთის პრემიერ მინისტრის საქართველოში ვიზიტს

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ვასო კაპანაძე მიიჩნევს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქართულ-სომხური ურთიერთობების გაძლიერებისათვის.
„პაშინიანის საპასუხო ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, ჩვენი ერები ურთიერთთან დაახლოებულნი არიან. .. გარდა ამისა, როგორც ვხედავთ მსოფლიო მასშტაბით ჩვენს ირგვლის სიტუაცია არასტაბილურია. ამ თვალთახედვით უნდა იქნას შეფასებული ფაშინიანის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვნად და საჭიროდ ჩვენი ქვეყნებისათვის“,- განაცხადა ექსპერტმა „სპუტნიკ საქართველოს“ კორესპოდენტთან საუბრისას.