ეკონომიკამთავარი

საქართველო აძლიერებს სასაზღვრო კონტროლს.

საქართველოს მთავრობის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, შეიცვალა სამოქმედო გეგმები, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოში ახალი კორნავირუსის შესაძლო გავრცელება და მოხდეს სწრაფი რეაგირება ახალ კორონავირუსის შემთხვევებზე.

ერევანი – Sputnik. საქართველოს მთავრობაში ახალი ცვლილებები ითვალისწინებს მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, რომლებიც კორონავირუსული ინფექციით არიან ინფიცირებულნი საქართველოს ერთი სასაზღვრო პუნქტიდან სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტამდე მიმავალი  სატვირთო მანქანების მეგზურობა,  მეგზურის არსებობა (მათ თანამშრომლებთან ერთად). ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსპიკერი ანნა ოჰანიანი.

რისკის ზონიდან მომავალი მანქანების მძღოლებს შეცვლიან სხვა ფიზიკური პირებით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს.

საბაჟო ოფიცრის მეთვალყურეობის ქვეშ, ხდება ავტომანქანის სრული  დეზინფექცია, ხოლო სატვირთო მანქანის მძღოლი (უცხოელი მოქალაქე), რომელიც მართავდა მანქანას საზღვრის კვეთისას, იგზავნება უკან ან კლინიკური მდგომარეობით განპირობებული ექვემდებარება კარანტინს/გადაიყვანება სამედიცინო დაწესებულებაში.

საქართველოს მთავრობამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ახალი კოროვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

გუშინ ცნობილმა მარკეტინგის ექსპერტმა და ბიზნესმენმა ვაჰრამ მირაქიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციულმა ზომებმა შეიძლება უახლოეს დღეებში სერიოზული ზიანი მიაყენოს სომხეთის ეკონომიკას.
საქმე იმაშია, რომ მრავალი სომხური კომპანია და კერძო მეწარმე, მათ შორის მირაქიანი, ირანში ყიდულობენ ხილსა და ბოსტნეულს, სომხეთში ახდენენ განბაჟებას და ყიდიან  რუსეთის ბაზარზე. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელად გაირკვა, რომ საქართველო კრძალავს ირანული საქონლის გატარებას მისი ტერიტორიით, კოროვირუსის გავრცელების საშიშროების გამო.

 ”ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 60 სატვირთო მანქანა, რომლებსაც ძირითადად, ირანული კივი, ვაშლი და ბოსტნეული გადააქვთ რუსულ ბაზარზე, დარჩა სომხეთში, ვერ შეძლეს საქართველოში შესვლა. შესვლა აკრძალულია. კიდევ ერთი სატვირთო კივი ჩვენია”, – წერს მირაქიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button