მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს ოფიციალური პოზიციები კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ემთხვევა. ფაშინიანი

სომხეთისა და საქართველოს ოფიციალური პოზიციები კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ემთხვევა. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  4 მარტის სხდომაზე,  დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რეგიონში დაძაბულობა.
”ჩვენ განვიხილეთ ამ დაძაბულობის შემცირების გზები. ორივე მხარე დაინტერესებულია ამით და ჩვენ შევეცადეთ განგვესაზღვრა ის წერტილები, რომლებშიც თანამშრომლობა დაგვეხმარება რეგიონში დაძაბულობის შემცირებაში”,- აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს კონფლიქტები, მაგრამ ოფიციალური პოზიციაა, რომ ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს.
”ამ მიდგომაში ჩვენი პოზიციები ემთხვევა და ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნა მან.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო და მადლობას უხდის ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის.
საუბრისას თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მიუხედავად საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ვექტორებისა, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ რეგიონში მშვიდობასა და ჰარმონიაში. ”ჩვენ შორის არ არსებობს მტრობა, რადგან არ მომხდარა რაიმე ძირითადი კონფლიქტი. ვსაუბრობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის დაგეგმვას მომდევნო 100 წლის განმავლობაში”,- განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.
3-4 მარტს, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის დროს იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძეს და სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს.

ნახეთ მეტი
Back to top button