სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ხალხს შორის კონტაქტების წახალისებას და საზოგადოებებს შორის კავშირების გაძლიერების საკითხს და ამასთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს განზრახვების მემორანდუმს. ამის შესახებ აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ანა ნაღდალიანმა, სომხეთსა და საქართველოს შორის შესვლის პროცედურების გაადვილების შესახებ შეკითხვის საპასუხოდ.
”სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, მიღწეული იქნა შეთანხმება სომხეთსა და საქართველოს შორის შესვლის პროცედურების გამარტივების შესახებ, კერძოდ პირადობის მოწმობებით მგზავრობის შესაძლებლობის შესახებ. როდის შევა ზემოაღნიშნული შეთანხმება ძალაში? ” ამ კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აღნიშნა: ”ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით საფუძველი ეყრება შესაბამისი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ხელშეკრულების გაფორმებისა და ძალაში შესვლის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ინფორმირებულობა”,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის პრესრელიზში.