მთავარისაზოგადოება

სომხეთი მწვანე ზონაშია ეპიდემიის თავიდან აცილების მაღალი მაჩვენებლით

სომხეთს აქვს მაღალი შეფასება, 90 ქულა,  მსოფლიოში ეპიდემიების თავიდან აცილების განხრით. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ეპიდემიის პრევენციის ვებსაიტი epidepidemics.org-ი  გვაცნობებს, რომ სომხეთი კარგად არის მომზადებული ეპიდემიების დასაძლევად.

„მათ აქვთ ოპერაციული სისტემები ჯანმრთელობის საფრთხის გამოვლენის, შეჩერების და თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ ისინი უნდა მუშაობდნენ თავიანთი ხალხისთვის ამ დონის შენარჩუნების მიმართულებით“, – ნათქვამია ვებგვერდზე.

საიტმა ინტერაქტიულ რუკაზე მწვანე ფერით მონიშნა ის ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ დაცულობის მაღალი დონე. აღინიშნება, რომ  სომხეთმა მიაღწია ReadyScore 80 და მეტს და მუშაობს თავისი ამჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

საიტის ცნობით, სომხეთში ეპიდემიის ყველაზე ძლიერი ასპექტებია კოორდინაცია, კომუნიკაცია, პროპაგანდა, უსაფრთხო საკვები. ცხოველეიდან  ადამიანზე გადამავალი  დაავადებების პრევენცია  სომხეთში მაღალ დონეზეა. ერთ-ერთი სისუსტეა ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი მდგრადობა.

მეზობელი ქვეყნებიდან  საქართველოს  57 ქულა აქვს.  90 ან მეტი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებია კანადა, იაპონია, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ეს მაჩვენებელი  ფეისბუქის მის გვარდზე განათავსა სომხეთის  ვიცე-პრემიემა  ტიგრან ავინიანმა.  „სომხეთი მზადაა გამოავლინოს, შეაჩეროს და თავიდან აიცილოს ეპიდემია“,  – წერს ვიცე პრემიერი.

ნახეთ მეტი
Back to top button