საზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის მქონე პაციენტის მეუღლე შემოწმდა, ჩატარდა 162 ტესტი. მინისტრი.

სომხეთში, იანვრის ბოლოდან დღემდე 162 კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა, ყველაფერი უარყოფითი შედეგით, გარდა ერთი უკვე ცნობილი შემთხვევისა, 29 წლის მამაკაცისა, რომელიც დაბრუნდა ირანიდან. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა.

პაციენტი ახლა ნორქის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში იმყოფება, ამჟამად ჩივილები და სიმპტომები არ გააჩნია. სპეციალისტებმა ასევე გადაამოწმეს მისი ცოლი, კოროვირუსული ტესტის შედეგები უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი არ იყო ინფიცირებული.

”მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ინფექციური დაავადება, ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის არც თუ იმდენად გადამდებია. ერთად მცხოვრები ხალხიც კი ყოველთვის არ ინფიცირდება”,-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი 31 მოქალაქე, ისევ წაღკაძორში იმყოფება კარანტინში. ისინი უზრუნველყოფილნი არიან საჭირო ყველაფრით, საჭმლიდან დაწყებული წიგნებით, ინტერნეტით და ტელევიზიით დამთავრებული. სავარაუდოდ, ისინი იქ 14 დღეს გაატარებენ. თუ მათ 14 მარტამდე  ინფექცია არ აღმოაჩნდათ, შესაძლოა სახლში დაბრუნდნენ. მინისტრის თქმით, ამჟამად არცერთ იზოლირებულ მოქალაქეს რაიმე სიმპტომი არ აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button