მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობებით

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ორივე მიმართულებით იმოგზაურონ  პირადობის მოწმობებით.  როგორც „არმენპრესი“ აღნიშნავს, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხისას, სადაც წარმოადგინა საქართველოში ჩატარებული ვიზიტის შედეგები.

„ვიზიტი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა  და  მადლობას მოვახსენებ  გიორგი გახარიას,  ყველა ქართველ კოლეგას ასეთი ეფექტური და შთამბეჭდავი ვიზიტისათვის. სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც  მოქალაქეებს შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობით.  ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლა ჩვენ განვახორციელებთ ამ შეთანხმებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს მოქალაქეთა გადაადგილების გამარტივების მემორანდუმს.  ეს ითვალისწინებს, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ  პირადობის მოწმობებით  თავისუფალი შესვლა და გამოსვლა.

ნახეთ მეტი
Back to top button