საზოგადოება

ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ფრენები შეაჩერა

მილანისბერგამოსაეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები, ასევე ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით რეისები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გამო, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „რაინეარმა“ (Ryanair) იტალიიდან საქართველოში ფრენები ერთი თვით შეაჩერა, იუწყება პირველი არხი.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.

ინფორმაციით თანახმად, მილანის „ბერგამოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები ასევე 7 მარტიდან 8 აპრილამდე შეჩერდება. RYANAIR-მა 9 მარტიდან 7 აპრილამდე ასევე მილანი-თბილისი-მილანის მიმართულებით ფრენების რაოდენობა სანახევროდ შეამცირა.

ავიაკომპანია ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.

ადრე იგივე ზომები მიიღო სხვა ლოუკოსტერმა, Wizz Air-მა. ავიაგადამზიდავმა საქართველოდან იტალიის მიმართულებით ყველა ფრენა 11 მარტიდან 4 აპრილამდე შეამცირა. ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

იტალიაში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3296-ს აღწევს. გარდაცვლილია 148 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 414 პაციენტი.

რაც შეეხება საქართველოს, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი მამაკაცი ირანშია ნამყოფი, 7 – იტალიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button