გაზეთი „სომხეთის რესპუბლიკა“: სომხეთის შეიარაღებულ ძალებში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება
„უახლოეს მომავალში ჩატარდება ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლის დროსაც შეიძლება ვნახოთ ახალი SU-30 SM მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავის სიძლიერე. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, სამხედრო ექსპერტმა არტურ ოვანისიანმა თქვა გაზეთ „სომხეთის რესპუბლიკის“ კორესპოდენტთან საუბრისას.
„დიდმასშტაბიანი წვრთნებისას, როცა სროლა საბრძოლოა, გამოიყენება მძიმე ტექნიკაც, მათ შორის რაკეტები. ვარჯიშების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას “სუ-30 სმ” გამანადგურებელი თვითმფრინავები“,-თქვა ოვანისიანმა. “სუ-30 სმ” გამანადგურებლების პირველი სერია სომხეთში გასული წლის დეკემბერში იქნა მიღებული. როგორც აღნიშნა პრემიერ მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა, ამ მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და ხალხთა უზრუნველყოფისათვის.