მთავარიპოლიტიკა

გაზეთი ,,სომხეთის რესპუბლიკა”. სომხურ-ქართულ ურთიერთობებში დათბობაა

არმენპრესი. ,,ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით სომხეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შედეგებისა და მიღწევების შესახებ ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”  ესაუბრა ქართველოლოგ ჯონი მელიქიანს. ”ვიზიტი დადებითია” – აღნიშნა მან. კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები თბება, დინამიკა შენარჩუნებულია, კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებისა და გააქტიურების ტენდენცია არსებობს. ამავდროულად, პირველ რიგში სწორედ სომხური მხარე გამოთქვამს ამის შესახებ გარკვეულ “მესიჯებს”. ამ ვიზიტის დროს, ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრივ უფრო დამაჯერებელი და უფრო კონკრეტული განსაზღვრა იყო, რომ ურთიერთობები სტრატეგიული იყოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა უფრო რბილად აღნიშნა, რომ ურთიერთობები პოზიტიურად იცვლება, ასე რომ, ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, პოზიტიურია და ორივე მხრიდან ურთიერთობების წრის გაფართოების მცდელობაა. ისინი უკვე იყენებენ დემოკრატიზაციის ტერმინს, რაც ორ ქვეყანას უფრო მეტად აახლოვებს დემოკრატიულ ტენდენციასთან, რომელიც ორივე მხრიდან არსებობს. მეორე აქცენტი არის ის, რომ ყველა ქვეყანამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს რეგიონალური უსაფრთხოების მისაღწევად. აქაც, ჩემი აზრით, შეიძლება თურქეთის მომენტზე ყურადღების გამახვილება, რომ თუ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, რუსეთთან პრობლემის არსებობით შეეცდება რეგიონალური პრობლემის შექმნას რუსეთისთვის, უფრო კონკრეტულად, არცახში, მაშინ ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოსაც. საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში სტაბილურობის არსებობა, რათა მათ შეძლონ ინვესტიციის,  ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და, ეკონომიკის განვითარებით საბოლოოდ, შეინარჩუნონ ხელისუფლება”.

ნახეთ მეტი
Back to top button