კულტურა

მადლობა ივანიშვილს: ფაშინიანი მიიწვიეს თბილისში სომხური თეატრის შენობის გახსნაზე

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიწვეულია პეტრე ადამანის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნაზე.  ამის შესახებ განუცხადა „Sputnik სომხეთის“  კორესპონდენტს თბილისში სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა.

2018 წელს თბილისში სომხური თეატრის ძველი შენობა დაანგრიეს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო შენობის აღდგენა, მაგრამ იმდენად ცუდ ფორმაში აღმოჩნდა, რომ პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს მისი დანგრევა და ახალი თეატრის აშენება საქართველოს დედაქალაქის ცენტრში.  ამავე დროს, შენარჩუნებულია ძველი შენობის კოლორიტი და გარეგნული შესახედაობა. სამშენებლო სამუშაოები  დააფინანსა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის  ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუ“.

ფაშინიანის თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს და საქართველოში სომეხთა საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სომხეთის  პრემიერ-მინისტრი შენობის გახსნაზე მიიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button