ეკონომიკა

“რიყის დოქები” ვერ გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ “რიყის დოქები” ვერ გაყიდა. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე  არსებული 14 591 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო უწყებამ აუქციონზე მიმდინარე წლის 5 თებერვალს გამოიტანა.

ე.წ რიყის დოქების საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარს შეადგენდა. როგორც ნეტგაზეთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, ჯერ არ იციან ხელახლა გამოცხადდება თუ არა აუქციონი.

პრივატიზაციის შემთხვევაში მფლობელი ვალდებული იყო, არაუმეტეს 36 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს თეატრს ან/და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) გაეკეთებინა.

ე.წ რიყის დოქების შენობა, რომელიც რიყის პარკშია განთავსებული და ამჟამად უფუნქციოა, გაყიდვა პროექტ “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში იგეგმებოდა. ეკონომიკის მინისტრი ნათია აცხადებდა, რომ საპროვატიზაციო ობიექტის ფასი 95 მლნ ლარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასების საფუძველზე დადგინდა:

„მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა, სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, არადა, ეს შენობა ძალიან საინტერესო ადგილას დგას. იქ, სადაც ბერი ვიზიტორი იყრის თავს. ჩვენ შევძლებთ „გავტესტოთ“, რამდენად რელევანტურია ეს ფასი და რამდენად ობიექტური, ღია საჯარო აუქციონის გზით.”


ნახეთ მეტი
Back to top button