სომხური დასახლებების გეოგრაფიული მრავალფეროვნება ჩვენი ერის გრძელი ისტორიისა და ტრაგედიების შედეგია. სხვა ქვეყნებში ცხოვრებისას სომხები ასიმილაციის პრობლემებს ეჯახებოდნენ. მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლიურ ენასა და რელიგიას. შენარჩუნებაში. Yerkir.am-ი tabloid.am -თან ერტად წარმოგიდგენთ რამდენიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში აშენებულ სომხურ ეკლესიებს.
ბანგლადეში – წმინდა აღგდომის ეკლესია
აშენებულია 1781 წელს, ის მდებარეობს არმანიტოლას რაიონში, უძველესი დედაქალაქ დაყაში. ეკლესია ერთ – ერთი უძველესი ნაგებობაა ქალაქში. იგი აკურთხა ეპისკოპოსმა ეფრემმა, რომელიც მოგვიანებით 1809 წელს გახდა სრულიად სომეხთა კათოლიკოსი, ორაგეღცი ეფრემ I. დღეს ეკლესია დახურულია, იქ შესვლისათვის ხელისუფლების მხრიდან სპეციალური ნებართვაა საჭირო.
სინგაპური – წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია
მდებარეობს სინგაპურის უძველეს ქუჩაზე ჰილ სტრიტზე. იგი აღიარებულია როგორც ეროვნული ძეგლი და დაცულია სახელმწიფოს მიერ.
1833 წელს სინგაპურის ხელისუფლებამ უზრუნველყო სომხური საზოგადოებისთვის ეკლესიის აშენება. სხვათა შორის, იმ დროს სომხური საზოგადოება მხოლოდ 44 ადამიანი იყო. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1835 წელს და აკურთხეს 1836 წლის 26 მარტს.
მიანმარა (ბირმა) – წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია აშენდა 1862 წელს მეფე ბირმის მეფის მიერ ქალაქ იანგონში მდებარე მიწის ნაკვეთზე. 1871-1872 აღწერის მონაცემებით, ბირმაში 466 სომეხი.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები – გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია
ეკლესია მდებარეობს ქალაქ სარჟის იარმუკის რაიონში, ქვეყნის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან 300 მეტრში. 1979 წელს ქვეყანას ეწვია კილიკიის საკათოლიკოსოს ახალგაზრდა მოძღვარი ოშაკან ჯალოიანი, რომელიც 1980 წელს დაინიშნა კათოლიკოსის წარმომადგენლად კუვეიტსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ითვლება, რომ ეკლესია აშენდა 1980 წელს. ამჯამად აგს-ში 5000 სომეხი ცხოვრობს.
ვენესუელა – წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია
აშენდა 1987 წელს დედაქალაქ კარაკასში. ეკლესიასთან არის საკვირაო სკოლა და გუნდი. 2001 წელს ეკლესიის გვერდით მოეწყო ძეგლი, რომელიც ეძღვნებოდა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას (ვენესუელის პარლამენტმა აღიარა სომხეთის გენოციდი 2005 წლის 14 ივლისს). ვენესუელის სომხური საზოგადოება ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში. ამჟამად ვენესუელაში ცხოვრობს დაახლოებით 4000 სომეხი, რომელთაგან 1000 ადამიანი კარაკასშია.