საზოგადოება

სამხედრო ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

საწარმოს ყოფილი ხელმძღვანელი სამხედრო ტექნიკის შექმნას მის მიერ დაარსებულ კერძო საწარმოში აპირებს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადასვლის შესახებ განაცხადა.

„დელტას“ ისტორია მე-20 საუკუნის 60-იან წლებში იწყება. დღევანდელი სახით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და თბილისის საავიაციო ქარხანას და თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშაა. ძოძუაშვილი ცენტრს შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

მეგობრებო, გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა, ვფიქრობ რომ პროექტს, რომელიც მაქვს მომზადებული, ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზეწლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი“, – დაწერა ძოძუაშვილმა თავის Facebookგვერდზე.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს მას გააგრძელოს მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით, თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით.

ძოძუაშვილმა აღნიშნა „დელტას“ წარმატებები და მიღწევები. კერძოდ, ქართული ჯავშანტექნიკის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, აგრეთვე საჰაერო სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტყვიაგაუმტარი ჟილეტებითა და ჩაფხუტით აღჭურვა, საქართველოს საბანკო სექტორში ინკასაციის ჯავშანმანქანების მიწოდება და სხვ.

ცენტრის ერთ-ერთი პირველი პროექტია ქვეითთა ჯავშანმანქანა „ლაზიკა“ და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სერია. გარდა ჯავშანმანქანებისა, „დელტა“ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, შაშხანებს, ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს, სამხედრო კარვებს ამზადებს. 

სკანდალიდელტაში

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა კახეთში ძოძუაშვილის დროს 2015 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. ის აღმოაჩენს და საწყის სტადიაზე აკონტროლებს სეტყვასაშიშ ღრუბლებს. კახეთის ყველა რეგიონში საცეცხლე წერტილებია დამონტაჟებული.

თუმცა რეგიონის დაცვა ვერ მოხერხდა 2016 წლის მაისში, როდესაც სეტყვამ სერიოზულად დააზარალა მოსახლეობა – განადგურდა ვენახების და ნათესების ნაწილი.

იმის გამო, რომ „დელტამ“ სეტყვის არიდება ვერ შეძლო, ძოძუაშვილი იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის ბრძანებით მოხსნეს. ეს გადაწყვეტილება ძოძუაშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა და თავი გაიმართლა იმით, რომ „დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარებისთვის ჭურვების წარმოებისათვის თანხის გადარიცხვა დაგვიანებით მოხდა. ერთი წლის შემდეგ, 2017 წელს ის თანამდებობაზე აღადგინეს.

ნახეთ მეტი
Back to top button