6 მარტს სომხეთის მესპროპ მაშტოცის სახელობის უძველესი ხელნაწერების საცავში ე.წ. „მატენადარანში“ გამოფენილი იქნება ქაღალდზე შესრულებული უძველესი სომხური ხელნაწერი მატიანე. გამოფენა გასტანს 4 აპრილამდე. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს მატენადარანი.
სომეხი ხალხის ხელნაწერთა კულტურის ათასობით ძვირფას ძეგლს შორის, მათი უნიკალური მნიშვნელობითა და დანიშნულებით გამოირჩევა 981 წელს შექმნილი მესროპ მაშტოცის სახელობი მატენადარანში დაცული N 2679 ხელნაწერი.
მის საწერ მასალას წარმოადგენს ქაღალდი, რომელსაც იმ დროს ეწოდებოდა „მდარე ბარათი“, ესე იგი ის ნაკლებად ფასობდა ვიდრე პერგამენტი. მაგრამ ის დღეისათვის წარმოადგენს ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ძველ სომხურ ქაღალდზე ხელნაწერს, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ხელნაწერ ანბანს, შემდგომში კი ნაბეჭდ ანბანს. გარდა ამისა ეს ხელნაწერი ჩვენამდე მოღწეული პირველი არასასულიერო ხასიათის ხელნაწერთა კრებულია, რომელიც შეიცავს უზარმაზარ მეცნიერულ მასალას, რომელიც მხოლოდ აქ გვხვდება, ავტორებიც მხოლოდ აქ გვხვდებიან.
ერთი ყდის ქვეშ არის გაერთიანებული ორი ცალკეული კრებული ანუ ხელნაწერი, რომელიც შედგენილია დავით მღვდლისგან და კალამი მიეკუთვნება მის შვილს ლუკას.
ხელნაწერი 19,5×28,5 სმ ზომისაა, მოიცავს 361 ფურცელს, რომელსაც რამდენჯერმე რესტავრაცია ჩაუტარდა, შევსებული იქნა და ყდაში ჩაისვა. საბოლოოდ ის 1585 წელს იქნა რესტავრირებული.
როგორც თანამედროვე გამოკვლევამ უჩვენა ქაღალდი 1000 წლის წინანდელია და დამზადებულია სომხეთში. ნაწერი ცუდადაა დაცული, ზოგიერთ გვერდებზე ის თითქმის წაშლილია. მეცნიერული მიზნებით გამოცემული იქნა ამ მატიანის ორეული ორი ტომის სახით, პირველი 1995 წელს, მეორე კი -1997 წელს.
ამ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ჩატარდა მისი ხელახალი რესტავრაცია, გვერდების დანომრვა, გაციფროვანება. ამჟამად სამუშაოები ჩატარდა ისე, რომ მატიანემ დროს გაუძლოს და მომავალში არ დაიკარგოს არც ერთი მისი ასოც კი.