მთავარიპოლიტიკა

სომხურ-ქართული ურთიერთობები უნიკალურია – სომეხი პოლიტოლოგი

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თბილისში ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების პროცესი, პრესკონფერენციაზე განაცხადა კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა.

”არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყნებთაგანია, რომელთანაც სომხეთი ავითარებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შესაბამისად, ვიზიტი სრულად შეესაბამება ამ ლოგიკას”, – აღნიშნა ისკანდარიანმა.

მისი თქმით, შეიცვალა მხოლოდ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის კომუნიკაციის ენა, რაც ექსკლუზიურად პიროვნებებთან არის დაკავშირებული და არა ურთიერთობის არსთან.

”ვიზიტის მნიშვნელოვან მომენტად შეიძლება გახდეს მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს არის მთავრობათა მეთაურების პირველი შეხვედრა თბილისში, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ”, – დასძინა მან.

ექსპერტმა ასევე ხაზი გაუსვა ერევანსა და თბილისს შორის ურთიერთგაგების მნიშვნელობას საერთაშორისო დღის წესრიგში მათი შეხედულებებისა და მიდგომების განსხვავების საკითხთან დაკავშირებით.

“სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა უნიკალურია იმით, რომ ორივე ქვეყანა ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. საქართველო ორიენტირებულია დასავლეთისკენ, ხოლო სომხეთი ახორციელებს კომპლემენტარულ პოლიტიკას, როგორც კუხოს-ს და ევრაზიული კავშირის წევრი. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ხმის მიცემის დროს, ორივე ქვეყანა ხშირად ხვდებიან სხვადასხვა ბანაკებში. თუმცა, მიუხედავად ამ გარემოებისა, ერევანს და თბილისს ესმით, რომ პირადი არაფერია, და ყველა ეს გარეგანი განსხვავება მხოლოდ სუფთა ბიზნესია”,- აღნიშნა ისკანდარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button