ეკონომიკამთავარი

ახალი წერტილი სომხეთის რუკაზე. ეკო, გასტრო, აგრო, ექსტრემალური ტურიზმით დაინტერესებულთათვის

პემზაშენში ოფიციალურად გაიხსნა ფორმატით ექსკლუზიური სასტუმრო სახლი. სასტუმრო სახლი გახდება შესანიშნავი ადგილი მათთვის, ვინც დაინტერესებულია ეკო, გასტრო, აგრო, ექსტრემალური ტურიზმით, სადაც იპოვიან მათი ინტერესების დამაკმაყოფილებელ მრავალფეროვან საქმიანობებს.

და რადგან რეგიონში ბუნებრივი სამშენებლო მასალების მოპოვებით არიან დაკდავებულნი, ტურისტებს შესთავაზებენ მასტერკლასებს ქვებისგან შემოქმედებითი ნამუშევრების  დამზადებაში. ეს ეხება არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ხელოსნობის შენარჩუნების მიზანს ისახავს.

სასტუმრო სახლის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა შირაქის გუბერნატორი ტიგრან პეტროსიანი და აღნიშნა, რომ არაგაწის დასავლეთ მთის ძირში მდებარე სოფელს აქვს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი. ”მრავალი წლის განმავლობაში იყო საუბარი და ჩანდა, რომ ამ რეგიონის განვითარება ძალიან რთული ამოცანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს არსებული პოტენციალი ჩვენი თემებისთვის უპირატესობად გადაიქცევა. გარემო უნიკალურია დასვენებისა და შემოქმედებითი მიდგომის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ პემზაშენში გვექნება დიდი ტურისტული ნაკადი და ის გადამდები იქნება”.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოეწყობა აგრეთვე ჩეჩილის ყველის,  ქვის ფრინველის ასოების და ჩირის დამზადების  მასტერკლასები. ინიციატივა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის ”ინტეგრირებული სოფლის ტურიზმის განვითარება” ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button