პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციის შეხვედრას შეუერთდა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების შეხვედრას შეუერთდა, რომელიც „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარეობს.

 „მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს არჩევნები გახდეს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა”, – განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

გიორგი მარგველაშვილმა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მისი გეგმების შესახებ დასმულ კითხვას პასუხი არ გასცა.

გუშინ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ძირითად სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ 120/30 მოდელზე: 120 მანდატი პროპორციული სისტემით და 30 – მაჟორიტარულით, 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი პარტიებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button